დღეს ვისწავლეთ online რესურსების გამოყენება, სახალისო და მნიშვნელოვანია ძალიან იმისათვის, რომ ბავშვებში მეტი დაინტერესება გამოვიწვიოთ ჩვენს საგანთან მიმართებაში და არა მარტო...ცოტა მოვიწყინე...
დღეს ვისწავლეთ ეკრანზე ანაბეჭდის გაკეთება და მისი სურათად შენახვა. ასევე შევისწავლეთ დრაივის საქაღალდე როგორ დავაკავშიროთ ჩვენს ბლოგთან. ეს დღეც საინტერესო იყო...
დღეს ჩვენი პედაგოგი გვესაუბრა საავტორო უფლებების შესახებ. ასევე გავეცანით google-ს ღილაკებს, ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა. საკმაოდ საინტერესო, აქტიური და ხალისიანი გაკვეთილი გვქონდა. დაღლილობა არ მეტყობა.მართლაც საინტერესო, საჭირო და აუცილებელია ამ ყველაფრის ცოდნა!!!
შრომატევადი დღე გვქონდა. ვისწავლეთ ვიდეოების, ფოტოსურათების ატვირთვა ბლოგზე, გადამისამართება, ახალი ღილაკების დამატება. გავიხსენეთ PowerPoint-ში პრეზენტაციების შექმნა. განვიხილეთ მე-3 მოდული. ცოტა დავიღალე, მაგრამ რომ მაინტერესებს?!
დღე პირველი
დღეს დავიწყეთ "ინტელის" ტრენინგები. ჩვენი პედაგოგი ძალიან დადებითი პიროვნებაა, განათლებული, ენერგიული...საუკეთესო ატმოსფეროა შექმნილი იმისათვის, რომ ტრენინგები წარმატებით, ნაყოფიერად წარიმართოს. ბატონმა დავითმა გაგვაცნო "ინტელის" კორპორაცია, შევქმნით ახალი ბლოგი, გავეცანით ესგ-ის სასწავლო პორტალს ncp.ge