вторник, 19 мая 2015 г.

დღე მერვე

დღე მერვე

დღეს ვისწავლეთ online რესურსების გამოყენება, სახალისო და მნიშვნელოვანია ძალიან იმისათვის, რომ ბავშვებში მეტი დაინტერესება გამოვიწვიოთ ჩვენს საგანთან მიმართებაში და არა მარტო...ცოტა მოვიწყინე...

суббота, 16 мая 2015 г.

დღე მეშვიდე

დღე მეშვიდე

დღეს ვისწავლეთ ეკრანზე ანაბეჭდის გაკეთება და მისი სურათად შენახვა. ასევე შევისწავლეთ დრაივის საქაღალდე როგორ დავაკავშიროთ ჩვენს ბლოგთან. ეს დღეც საინტერესო იყო...

вторник, 12 мая 2015 г.

დღე მეექვსე


დღე მეექვსე

 დღეს ჩვენი პედაგოგი გვესაუბრა საავტორო უფლებების შესახებ. ასევე გავეცანით google-ს ღილაკებს, ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა. საკმაოდ საინტერესო, აქტიური და ხალისიანი გაკვეთილი გვქონდა. დაღლილობა არ მეტყობა.მართლაც საინტერესო, საჭირო და აუცილებელია ამ ყველაფრის ცოდნა!!!

понедельник, 11 мая 2015 г.

დღე მეხუთე


დღე მეხუთე

გავეცანით მეხსიერების ვირტუალური ბარათების   (drive) გამოყენებას, განვიხილეთ
მისი დადებითი მხარეები, ბლოგზე  განვათავსეთ საქაღალდეები, ვისწავლეთ კითხვარის შედგენა და შევსება. მრავლისმომცველი დღე გვქონდა...  მადლობა, ბატონო დათო!






 



вторник, 5 мая 2015 г.

დღე მეოთხე

დღე მეოთხე

შრომატევადი დღე გვქონდა. ვისწავლეთ ვიდეოების, ფოტოსურათების ატვირთვა ბლოგზე, გადამისამართება, ახალი ღილაკების დამატება. გავიხსენეთ PowerPoint-ში პრეზენტაციების შექმნა. განვიხილეთ მე-3 მოდული. ცოტა დავიღალე, მაგრამ რომ მაინტერესებს?!

четверг, 30 апреля 2015 г.

დღე მესამე

დღე მესამე

გავიმეორეთ სიგელების, მოსაწვევი ბარათების, ბროშურების დამზადება, განვამტკიცეთ შესწავლილი საკითხები, განვიხილეთ თემასთან დაკავშირებული კითხვები...